|
2016-09-20 14:56:26, 2184 ნახვა
სამართალი
პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აქამდე უცნობ ვიდეომასალას აქვეყნებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ვიდეოკადრები აქამდე უცნობი იყო და ის უწყებამ გამოძიების პროცესში მოიპოვა. „26 მაისის საქმეზე“ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობდა, რა დროსაც გამოვლენილ იქნა ახალი გარემოება. კერძოდ, პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ. კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს. კადრებში ასევე ჩანს მომიტინგეთა დარბევისა და დაკავების პროცესი, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები. დასახელებულ ვიდეომასალაზე ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)