|
2016-09-19 16:23:22, 1629 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „მუზეუმი“ ოფიციალურად გახსნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ისტორიულ ნაწილში, ახალი სასტუმრო „მუზეუმი“ გახსნა. მასთან ერთად, სასტუმროს გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. სასტუმრო „მუზეუმი“, რომელიც თავად ორბელიანების ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეშია განთავსებული, ამჟამად 46 ნომერს, სამ რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. გათვალისწინებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ორბელიანების ისტორიულ სასახლეს გააჩნდა, მათ შორის, ინტერიერი და აივნები. სასტუმროს მართვას ახორციელებს ამერიკული მენეჯმენტ ჯგუფი “Key Hospitality”. ამჟამად სასტუმროში 80 ადამიანია დასაქმებული. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის 41 პროცენტია. „დღეს საქართველოში 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს, რაც საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფრეიზერის ინსტიტუტმა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველომ მე-5-ე ადგილამდე გაიუმჯობესა პოზიცია. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთება სასურველი და მომგებიანია, რაზეც სასტუმრო „მუზეუმში“ ჩადებული ინვესტიციაც მეტყველებს. (NS)
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)