19:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:22:51, 760 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: 2012 წლამდე საქართველო ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიგში იდგა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ის  რეგიონულ მედიას ხვდება. ამჯერად ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.

ყოფილი პრემიერის თქმით, ერთეული შემთხვევების გარდა, ვერავინ იტყვის, რომ დღეს  პოლიცია ხალხზე ძალადობს:

"ქვეყანაში ორგანიზაციული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსში, 2012 წლამდე,  საქართველო ყველაზე მაფიოზურ ქვეყნებში შედიოდა და დღეს საქართველოს ამ მხრივ მსოფლიოში მე-17 ადგილი უკავია და ევროსაბჭოს 27 ქვეყანაში მე-9 ადგილზე ვართ, რომ საქართველოში აღარ არის ორგანიზებული დანაშაული. კრიმინალი გახშირდაო გვესმის, ამას ოპონენტები სულ ამბობენ, თვითონ დაამტვრიეს რამდენიმე მანქანა,  გააკეთეს ამის მსგავსი პროვოკაცია, რაზეც წამოეგნენ კიდეც. დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია ჩამდგარი. ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს, ერთეული შემთხვევები მსოფლიოში ყველგანაა და მასზე გეთდება ადეკვატური რეაქცია. 2012 წლამდე ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიგში იდგა საქართველო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics