|
2016-09-15 19:17:57, 1352 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცეპრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელების სამომავლო პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო საჯარო და კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას. ნოდარ ხადურმა ლასლო ბარანიაის ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. EIB-ის მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება პროექტები საგზაო, წყლის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის სექტორში, აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად ერთვება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც. დღეს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთობლივი ფინანსური პროგრამის „InnovFin – EU Finance for Innovators" ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს ფინანსური დახმარების ის ინსტრუმენტები, რომლებიც ამ პროგრამის დახმარებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის. კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შექმნილი ერთიანი მხარდაჭერის გეგმა ითვალისწინებს ინოვაციის დარგში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების, ასევე, კვლევითი ინსტიტუტებისთვის მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებას.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)