14:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 12:23:46, 570 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ქვარაია: ჩვენ გვაქვს ძალა, ენერგია და პოტენციალი, რომ ზუგდიდს შევუქმნათ ღირსეული განვითარების პირობები

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია მე-17 უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც მუშაობასაც პარლამენტში გეგმავს.

“ეს არის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. აქაურები ყველაზე უკეთ მიცნობენ. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ადამიანები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უპირობო მხარდაჭერას მიცხადებენ. მათ იციან, რომ ეს არ იქნება მხოლოდ მერაბ ქვარაიას გამარჯვება. ეს იქნება, როგორც ამ უბნის, ასევე მთელი ქალაქის წარმატება. ჩვენ გვაქვს ძალა, ენერგია და პოტენციალი იმისა, რომ ზუგდიდს შევუქმნათ ღირსეული განვითარების პირობები”, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics