|
2016-09-15 10:26:27, 619 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს სახით აშშ-ს ჰყავს ერთგული მეგობარი
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილე აშიშ კუმარ სენისთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი იყო უდიდესი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომელსაც 25 წლის განმავლობაში, აშშ-ი საქართველოს უცხადებს. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი იყო იმ უდიდესი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომელსაც ბოლო 25 წელია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, აშშ უცხადებს საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების კუთხით. მე და მდივანმა კერიმ ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ამ დოკუმენტის ფარგლებში ჩვენ გავცვლით ინფორმაციას და ვითანამშრომლებთ საერთო საფრთხეების დაძლევაზე. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობის განმტკიცება და თავდაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების მხარდაჭერა“, - აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი. მისივე თქმით, საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც აქვს საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები. „უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი მებრძოლები ამერიკელი კოლეგების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთსა და ერაყში. დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ტერიტორიული თავდაცვის ზომებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის. თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ მხრივ წარმატების მისაღწევად. გასულ კვირაში წარმომადგენელთა პალატამ გამოამჟღავნა პარტიათა შორის ერთსულოვნება, როდესაც ხმების უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია #660. ამ რეზოლუციაში ასახულია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს საკანონმდებლო დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან განცხადებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, - აცხადებს პრემიერიინტერვიუში.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)