20:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:18:22, 1889 ნახვა

მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირი სამხედრო ოპერაციების ერთიანი შტაბის შექმნას გეგმავს

ევროკავშირი სამხედრო ოპერაციების ერთიანი შტაბის შექმნას გეგმავს, რაც ორგანიზაციის ერთიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. განაცხადა.

ჟან-კლოდ იუნკერის განმარტებით, ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების ჯარები რადიკალურ ისლამისტებსა და რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა სამხედრო ოპერაციების ერთიანი შტაბის ფორმირება ორგანიზაციიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ უნდა დაიწყოს.

ამასთან, მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკომისია შექმნის თავდაცვის ევროპულ ფონდს, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით იმუშავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics