10:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 18:08:40, 867 ნახვა

რეგიონი
ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა

ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით, 12-13 სექტემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა.

ორდღიან შეხვედრას: შშმ პირები, მათი მშობლები, ქობულეთის გამგეობის, ჩაქვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სპეცმასწავლებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს წევრები დაესწრნენ.

სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და მათთვის მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აქვთ საშუალება სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისი მიიღონ, ამ შემთხვევაში მსურველები კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით: sda.gov.ge უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ.

სააგენტოს პრიორიტეტია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას. სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროების იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულებისათვის. გარდა ამისა, მიდის მუშაობა იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივი ცენტრების შენობები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

აღსანიშნავია ის, რომ ანალოგიური ტიპის შეხვედრები სამომავლოდ მეჯვრისხევის, მარტყოფისა და კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრებშის მოეწყობა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics