17:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:43:28, 1965 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი: "ისლამური სახელმწიფოს" პრესმდივანი ალ-ადნანი ამერიკული ავიაციის დარტყმას ემსხვერპლა

პენტაგონის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. პრესმდივანი აბუ მუჰამად ალ-ადნანი აგვისტოში ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინფორმაცია ალ-ადნანის გარდაცვალების შესახებ აგვისტოს ბოლოს ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა დაჯგფებამ Amaq-მა გაავრცელა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ექსტრემისტებზე დარტყმა რუსულმა ბომბდამშენმა სუ-34-მა განახორციელა. პასუხად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას “სისულელე” უწოდეს.

ალ-ადნანის ნამდვილი სახელი ტაჰა სობი ფალაჰაა. ის სირიის ქალაქ ბანაშში 1977 წელს დაიბადა.

ის “ისლამური სახელმწიფოში” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად და იდეოლოგად მიიჩნეოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-ადნანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics