|
2016-09-12 17:46:49, 580 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური ტირძნისის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დასაქმების პროგრამაზე, საპენსიო და განათლების სისტემების რეფორმაზე ისაუბრა. „ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის სწარფი განვითარებაა. სოფლის მეურნეობა კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეკონომიკის განვითარებისთვის. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება „ქართული ოცნების“აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ’’ კანონის მიღების საფუძველზე შეიქმნა სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებას, გაგრძელდება მუშაობა ფერმერთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად“,-აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა. მანვე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. „ასეთი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირ პროპორციული იქნება“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)