02:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 10:22:28, 5174 ნახვა

Lifestyle
დავით სერგეენკო: მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით,  მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის და პირიქით,  წამლების გაძვირება შემცირებულია.

როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე  15-20%-იანი ზრდა იყო, ეს ამჟამად შემცირებულია. 

დავით სერგეენკომ ხაზი გაუსვა "პსპ"-ს მიერ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების შემცირებას და აღნიშნა, რომ ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მიაღწიეს.

"ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია.ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20%-იანი ზრდა რამოდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ეს ზრდის ტენდენცია შემცირებულია. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა"პსპ"-ს აშკარად საზოგადოების ინტერესებისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამოდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს და გარკვეულ  სტაბილიზაციას მივაღწიეთ",-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics