20:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 20:01:52, 456 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: თვითმმართველობის კანონის ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა

"თვითმმართველობის  კანონის ამოქმედების  შემდეგ, პრაქტიკაში  მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაიწყოს.

პრემიერის განმარტებით, საუბარია მთელი რიგი  პროცედურების გამარტივებაზე, რათა გამგებლებმა  მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლონ  გადაწყვეტილების მიღება და პროცედურებზე და ბიუროკრატიებზე დამოკიდებული არ იყვნენ.

"თვითმმართველობის  კანონის ამოქმედების  შემდეგ პრაქტიკაში  მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა.მათი თხოვნაც იყო და ამის თაობაზე  უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს, რომ დაიწყოს მუშაობა კანონში შესატან ცვლილებებზე  შეიძლება გავამარტივოთ მთელი პროცედურები, რომ გამგებლებმა მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და არ იყვნენ დამოკიდებული პროცედურებზე და ბიუროკრატიებზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან შეხვედრა ტრადიციული იქნება და ის ყოველ 2-3 თვეში ერთხელ გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics