|
2016-09-10 10:33:06, 1764 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულებისა სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა დზინტარს რასნაჩსმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, მხარეთა პრიორიტეტს წარმოადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა. „როგორც ლატვიას, ისე საქართველოს აქვს საუკეთესო გამოცდილება პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში რეფორმების მიმართულებით, ამიტომაც თანამშრომლობის საფუძველზე, შეგვიძლია ხანმოკლე დროში ეფექტური ცვლილებების დანერგვა,“ - აღნიშნა კახა კახიშვილმა. ლატვიის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, მემომრანდუმი საუკეთესო დასაწყისია ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გზაზე. „საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება,“ - განაცხადა დზინტარს რასნაჩსმა. ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის ლაილა მედინას განცხადებით, როგორც ქართულ, ასევე ლატვიურ სისტემას მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელების კარგი გამოცდილება აქვს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა ლატვიის იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი, რომელიც საქართველოს კახა კახიშვილის მოწვევით სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, დზინტარს რასნაჩსი სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოინახულა N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილთან ერთად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)