|
2016-09-09 18:40:14, 946 ნახვა
საზოგადოება
ჩოჩელი - 61%, ხუნდაძე - 20.1, ბერიაშვილი - 4.3 - მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები
"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა" და "სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებში ერთობლივი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მოსახლეობის 61 პროცენტი დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს, "ქართული ოცნების" კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 20,1 პროცენტი გეგმავს, გამოკითხული მოსახლეობის 4,3 პროცენტმა ფავორიტად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ირაკლი ბერიაშვილი დაასახელა, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატს, გიორგი გუგავას გამოკითხულთა 4 პროცენტი აძლევს ხმას, ხოლო "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს კონსტანტინე მორგოშია 4 პროცენტი. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 6-მა პროცენტმა, ამომრჩეველთა 6,6 პროცენტს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. სოციოლოგიური გამოკითხვა შემდეგ სოფლებში ჩატარდა: წილკანი, ძალისი, მუხრანი, ქანდა, ქსოვრისი, ნატახტარი, მისაქციელი, ნაუზა, ნავდარაანთკარი, აღდგომლიანთკარი, დიდი ქანდა, წეროვანი, გოროვანი, ქსანი, გოროვანი, საგურამო, გალავანი, ბიწმედი, ნიჩბისი, ძეგვი, არმაზი. "სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 320-მა ამომრჩეველმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)