|
2016-09-04 12:02:45, 1826 ნახვა
სამართალი
ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბადრი ნათობაძე ბრალს არ აღიარებს
ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბადრი ნათობაძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს. ლევან პატარქალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, ვინაიდან სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ბადრი ნათობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ სოსო ჯოხაძეს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)