|
2016-09-02 15:12:05, 649 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიის დასრულება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულგმირთა ხსოვნას და კურსდამთავრებულებს მიმართა. „ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიისინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები. მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვასემსახურება. თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას,რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერებისადმი მიმართვაში. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებს კურსდამთავრებულები სასწავლებელში მიღებული ცოდნით უნდადაუპირისპირდნენ. „თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმით და გამოცდილებით თქვენ უნდა მიაღწიოთ მთავარს, რასაც უნდა მიაღწიოს ჯარისკაცმა, ეს არის სისხლისღვრის და ბრძოლის გარეშეომების მოგება. ეს ის მთავარი ცოდნაა, რომელიც სწორედ ჯარისკაცის ინტელექტუალურ პოტენციალზე გადის და მე მჯერა, რომ თქვენ, ჩვენ ყველანი ამ სამსახურში გამარჯვებულებივიქნებით. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე ვისი გმირობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ დღეს აქ ვიდგეთ, ვისი გმირობის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა ყალიბდება დავითარდება, როგორც განსაკუთრებული, გამორჩეული, უნიკალიური. მადლობა მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის და მადლობა თქვენ იმისთვის რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ და გააკეთებთ. მე მჯერა თქვენი და მუდამ თქვენთანვარ, ისევე როგორც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან ეამაყებით. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგიაბაშიშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა და მისმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ, საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, პრეზიდენტისმრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დააკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკმა მიულოცეს.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)