|
2016-09-02 14:43:27, 1786 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ანა დოლიძემ კეთილი ინებოს და უადგილო ემოციები დაიოკოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოლიძე საკუთარი განცხადებებით სიტუაციას ამწვავებს. ვოსლკის განცხადებით, მომავალ პარლამენტს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება, რათა ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე შესაბამისი ადამიანები დანიშნონ. „ვფიქრობ, ანა დოლიძე თავის გამონათქვამებში მნიშვნელოვნად აჭარბებს და ეთიკის ნორმას არღვევს, რომელიც შეიძლება, დაუწერელი კანონია, მაგრამ პრეზიდენტის თანაშემწეს აუცილებლად მოეთხოვება. დოლიძე დამოუკიდებელი ფიგურა არ არის, მაგრამ თუ ამ თემაზე პრეზიდენტის ნათქვამს იმეორებს, მაშინ უნდა თქვას. თუ ეს ყოველივე მისი თვითშემოქმედებაა, კეთილი უნდა ინებოს და დაიოკოს უადგილო ემოციები. პარლამენტის კონფიგურაცია არჩევნების გამოცხადების შემდეგ საკმაოდ შეიცვალა. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კოალიცის შემადგენლობაში იყვნენ, ახლა ერთმანეთის საარჩევნო ოპონენტები არიან. ამ ეტაპზე აღნიშნულ და სხვა მრავალ საკითხზე, ვფიქრობ, საერთო პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდება. ამ სიტუაციის გამწვავების მსურველები, მათ შორის ანა დოლიძეც, წყალს საკმაოდ მწვავე ვითარების შექმნის წისქვილზე ასხამენ. წინასაარჩევნო პერიოდია და 1-2 თვე შეიძლება უზენაესი მოსამართლეების დამტკიცების საკითხს წერტილი არ დაესვას. სამაგიეროდ, შესაზლებელია, წლების განმავლობაში, თავისი შემადგენლობით, სტაბილური სასამართლო გვქონდეს. მომავალ პარლამენტს გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია ექნება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ხალხი აირჩიონ“, - აცხადებს ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს. ანა დოლიძემ ეს განცხადება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კახიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას, სავარაუდოდ, ფორმალური ხასიათი ექნება. კახიანმა ამის მიზეზად, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები დაასახელა.
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)