|
2016-09-02 12:44:33, 835 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე დაბა აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა. “აბასთუმნის რეაბილიტაცია საბოლოოდ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ეკოტურიზმის განვითარებას“,-აღნიშნა გიორგი კოპაძემ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი. იგი ჯიგრაშენს, მამზარას, დიდ კონდურას, ყულალისს, პატარა კონდურასა და დილიფშს სტუმრობდა. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო. (R)
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)