|
2016-09-02 11:49:56, 1204 ნახვა
სამართალი
აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ 183 200 ლარით დაჯარიმებას ითხოვს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პატრიოტთა ალიანსის 183 200 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ათნიშნული, „ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულობა მიიღო, რის შედეგადაც კანონი დაირღვა. როგორც ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო რაოდენობა წელიწადში 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. „დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 183 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)