15:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 21:14:22, 856 ნახვა

სამხედრო
იზორია: მე მგონი ქალბატონ თინას ინტერესიც უნდა იყოს, რომ ჯარი იყოს უსაფრთხოდ და დაცული

"მე მგონი ქალბატონ თინას ინტერესიც უნდა იყოს, რომ ჯარი იყოს უსაფრთხოდ და დაცული" - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებას.

როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას პოლიტიკურ დებატებში შესვლის არავითარი სურვილი არ აქვს. 

”ჩემი სიამაყეა ჯარი და თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ თითოული ჯარისკაცის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. არავითარი სურვილი არ მაქვს, პოლიტიკურ დებატებში შევიდე. მე მგონი ქალბატონ თინას ინტერესიც უნდა იყოს, რომ ჯარი იყოს უსაფრთხოდ და დაცული, მათ შორის ისეთი წვრთნების პირობებშიც, სადაც მათ სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას”, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

მისი განცხადებით, ი საკუთარი განცხადებებით არ აკეთებს მინიშნებებს იმაზე, რომ თავდაცვის უწყებაში არაპროფესიონალები არიან.

„დაველოდოთ სამართლებრივ შეფასებებს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პროფესიონალები. უბრალოდ აქ გარკვეულ გულგრილობაზეა საუბარი. მე არ ვაკეთებ მინიშნებას იმაზე, რომ გვყვავს არაპროფესიონალები. პირიქით, მე ვამაყობ ჩვენი ჯარით და ოფიცრებით. იმისთვის, რომ ასეთი დარღვევები თავიდან ავიცილოთ, თითოეულმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, - განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე თავდაცვის უწყების მოქმედი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ ლევან იზორიას განცხადებები ჯარის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics