|
2016-08-31 15:45:11, 639 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არც ტრანსადრიატიკულ და არც ტრანსანატოლიურ გაზსადენს არაფერი ემუქრება
არც ტრანსადრიატიკულ დ არც ტრანსანატოლიურ გაზსადენს არაფერი არ ემუქრება, რადგან კონტრაქტები უკვე ყველაფერზეა გაფორმებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, სხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დალაგებულია და ამ სურათს არაფერი შეცვლის. „უკვე ყველაფერი დაკონტრაქტებულია, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისე გასატარებელი გაზის მოცულობა, მოპოვებიდან დაწყებული, რეალიზაციით დამთავრებული. ყველაფერი დალაგებულია. ამიტომ, ამ სურთს ვერაფერი ვერ შეცვლის“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის შემაერთებელი გაზსადენის საკითხს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გარკვეული არ არის. "ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცი-პრემიერი კახი კალაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)