|
2016-08-31 14:56:56, 977 ნახვა
პოლიტიკა
კვარაცხელია: ამ უსინდისო გადაწყვეტილებას უპასუხებს გორის მოსახლეობა, რომელსაც ჩემთან ერთად გააწნეს სილა
ვალერი კვარაცხელია მისი პარტიის „კვარაცხელია-სოციალისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტს ეხმაურება. როგორც კვარაცხელიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო. ვალერი კვარაცხელია ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს, პირიქით, ამბობს, რომ ყველაფერი ახლა იწყება. კვარაცხელია გორში კენჭს მაინც იყრის და დარწმუნებულია, რომ "ამ უსამართლო გადაწყვეტილებას გორის მოსახლეობა პასუხს გასცემს": "ეს არ არის ცესკო-ს გადაწყვეტილება, ცესკო-მ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ცესკო-მ დაარეგისტრირა პარტია "ნეიტრალური საქართველო", მაგრამ დაავალეს შემდეგ, შეეცვალათ ეს გადაწყვეტილება. ეს არის აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს არის ამერიკული დემოკრატიის მიერ, ქართველი ხალხის იმ ნაწილისათვის, რომელსაც უნდა რუსეთთან მეგობრობა, პარტნიორობა, კეთილმეზობლობა, სახეში შეფურთხება, სილის გაწნა და ა.შ. ვფიქრობ, ამით ბრძოლა არ დამთავრებულა, ბრძოლა იწყება. ვერაფერი შემაჩერებს, გამოვხატავდე იმ აზრს, რომელიც ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას აქვს. ვერაფერი შემაჩერებს, გარდა სიკვდილისა და შესაძლებელია, სიკვდილმაც კი ვერ შემაჩეროს. ასე რომ, არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი იწყება. ამ უსინდისო გადაწყვეტილებას პასუხს გასცემს გორის მოსახლეობა, მოსახლეობა, რომელსაც ჩემთან ერთად გააწნეს სილა. გორში მაინც ვიყრი კენჭს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გორის მოსახლეობა",-აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)