|
2016-08-31 11:10:32, 1773 ნახვა
სამართალი
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა გამოცხადდა
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის მიმართ ძებნა გამოცხადდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ გუშინ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ პოლიციელს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მთავარ პროკურატურაში არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ გოდერძი თევზაძის მიმართ ძებნა დროულად არ გამოცხადდა და მას ვიღაც ხელს აფარებს. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი გამოძიებას მას შემდეგ მიემალა, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა. პროკურორის განცხადებით, ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ორჯერ დაკითხეს და ის გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. ცნობისთვის, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)