18:20 - 14 Jul, 2026
|
2016-08-31 10:13:53, 649 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტერიალი ქალაქ პოტსდამში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაიმართება. არაფორმალურ მინისტერიალს ეუთო-ს თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)