18:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 18:51:29, 623 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად იგი სოფლების- ბოლოკიანის, კართუბანის,თელას, პატარა გორის,ბაისუბნისა და ფონას  მოსახლეობას შეხვდა.

გურამ მაჭარაშვილმა  ადგილობრივების პრობლემები მოინიშნა და მათ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ესაუბრა.

„მნიშვნელოვანია, პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ იწყებოდეს. სწორედ მათთან ერთად უნდა განისაზღვროს ის პრიორიტეტული საკითხები, რომელიც ამა თუ იმ სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს.მე მოვისმინე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინადადებები და ინიციატივები, რომელიც ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. 8 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ეტაპობრივად შევუდგებით სოფლად არსებული ბარიერების დაძლევას",-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics