|
2016-08-30 14:27:30, 1324 ნახვა
სამართალი
ანა ნაცვლიშვილი: მნიშვნელოვანია, დემურ სტურუას საქმეზე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს
არ ვიცი, რამდენად მართალია ის გარემოება, რომ შესაძლოა, გოდერძი თავაძეს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს დადასტურდა, გააჩენს განცდას, რომ აქ არ გვაქვს საქმე ერთი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ ქმედებაზე, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლოა, სისტემა მოქმედებდეს იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეს ხელს აფარებდეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემურ სტურუას საქმეზე სწრაფი, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე განხილულ იქნას იმ ძალიან რთულ კონტექსტში, რომელიც საქმეს თან ახლავს და სისტემური მიდგომა დაადასტუროს ხელისუფლებამ. ნარკოპოლიტიკის გადახედვა იქნება ეს, თუ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)