|
2016-08-29 11:47:57, 1150 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ირაკლი კობახიძე ერთჯერადი გამოყენების პოლიტიკოსია - ტექსტებს უწერენ და ისიც იმეორებს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია და ის სრულ გაურკვევლობაშია. „ირაკლი კობახიძე არის სრულ გაურკვევლობაში. გამოდის და სრულიად გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობს. როგორც ჩანს, ის ერთჯერადი გამოყენების პოლიტიკოსია, რომელსაც ტექსტებს უწერენ და ისიც იმეორებს. კობახიძემ ელისაშვილზეც კი თქვა, რომ სად იყო 2012 წლამდეო, ეს ყველაზე დიდი უცნაურობაა. როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ელისაშვილზე თქვას თუ სად იყო ის 2012 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი პაპუაშვილზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, არ შეიძლება გამოხვიდე და ისაუბრო იმაზე, შეთანხმებული იყო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით გამოქვეყნებული განცხადება სხვა მოსამართლეებთან. მოსამართლეები თავად გაერკვევიან ამაში და პოლიტიკოსი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)