15:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:21:00, 811 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს N6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილმა დოლიძის, გამსახურდიას, პეკინის და ნასიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„იცოდეთ, მე ვარ ის ადამიანი რომელიც ეცდება ყველა პრობლემა გაითავისოს და შესაძლებლობების ფარგლებში მოაგვაროს", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. 

ლევან გოგიჩაიშვილმა ამომრჩეველთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 

„ჩვენი ამოცანაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მეტი ადამიანის დასაქმება და მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ უკვე შევქმენით სწორი განვითარებისთვის საჭირო თავისუფალი გარემო, რაც მეტი კეთილდღეობის მომტანია”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics