15:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 15:33:32, 761 ნახვა

პოლიტიკა
სამნიძე: საარჩევნო ოლქების დაყოფის გადაწყვეტილება იყო ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებამ შეასრულა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების გადანაწილება პირველი ეტაპი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო.

სამნიძეს თქმით, კოალიციაში ყოფნისას პარტნიორებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ პირველი ეტაპი იქნებოდა ოლქების გადანაწილება და მხოლოდ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება, ხოლო მეორე ეტაპი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც სამნიძე მიიჩნევს, ამომრჩეველთა ხმების თანაბრობის გამო, ოლქების განაწილების გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო.

 „ეს ამომრჩეველს არ დააბნევს, თუმცა შესაძლოა, პარტიებისთვის გარკვეული გამოწვევა იყოს”, - განაცხადა სამნიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკური რაოდენობით დაყოფას  გულისხმობს, სამართლიანი არ არის. 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, პარლამენტში საქართველოს ცალკეულ კუთხეებს წარმომადგენლობა ჰყავდეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics