12:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 21:34:50, 782 ნახვა

პოლიტიკა
ჯო ბაიდენმა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა რიგაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის კანცელარია იტყობინება.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლები რეგულარულ შეხვედრებს გამართავენ, რა დროსაც განიხილავენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პრიორიტეტებს, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვას, საზღვრების უსაფრთხოებას, ნაციონალურ სტაბილურობას, ტრანსნაციონალურ საფრთხეებს. აშშ და ბალტიის ქვეყნები ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, გააგრძელონ თანამშრომლობა კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და ენერგოუსაფრთხოების  გაძლიერებაში.

რიგაში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდემა განაცხადა, რომ აშშ ნატო-ს მოკავშირეების წინაშე თავისი ვალდებულებების ერთგული რჩება.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ლატვიაში ვიზიტით 23 აგვისტოს ჩავიდა. ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის  გარდა, მან ორმხრივი მოლაპარაკებები ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეინისთან და პრემიერ-მინისტრთან მარის კუჩინსკისთან გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics