|
2016-08-22 15:58:18, 1019 ნახვა
პოლიტიკა
"ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ-პიპილო“ შენობებს, მაგრამ საბაზისო ინფრასტრუქტურას ვაშენებთ"
ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ-პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ასპიძელებს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რაც გულისხმობს ძირეულ ცვლილელებს განათლების სიტემაში, რათა პედაგოგები იყვნენ გაცილებით დაფასებულნი. გიორგი კვირიკაშვილი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, რაც, მისი თქმით, საქმიან ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს ბიზნესის წარმოებას. „ბოლო პერიოდში ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ წყალმომარაგებას და გაზიფიცირებას და ბევრ რაიონში ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვარემონტებთ სკოლებს, კულტურის სახლებს, სპორტულ კომპლექსებს, რაც არის საჭირო ჩვენი მომავალი, ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად და დღეს გაცილებით მეტი ფული იხარჯება ინფასტრუქტურაში, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაქსიმუმი, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და არ ვფიქრობთ, რომ ყველა პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით რამხელა პრობლემებია რეგიონებში, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ სწრაფი ცვლილების განსახორციელებლად დღეს ჩვენ გვაქვს მომავალი 4 წლიანი გეგმა“, - აღნიშნა პრემიერმა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ასპინძელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „არა მოქალაქეების ღირსების გადავლით, არამედ ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას– უკეთესი განათლების სისტემით, უკეთესი ინფრასტრუქტურით, უკეთესი გზებით, უკეთესი გაზიფიცირებით, უკეთესი სოფლის მეურნებით და ეს არის მიღწევადი“, - განაცხადა პრემიერმა.
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)