17:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 13:53:39, 485 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე არმაზ ახვლედიანს ურჩევს, ბოდიში მოიხადოს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ქართული ოცნების"  პოლიტმდივან არმაზ ახვლედიანის  ბოდიშის მოხდას ურჩევს.
ხუნდაძე ახვლედიანის იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომლის თანახმადაც, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
ხუნდაძის შეფასებით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და რეკომენდაცია გასათვალისწინებელია, თუმცა თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება არის მათი უფლება, ვალდებულება და მოვალეობა.
"გადაწყვეტილება და რეკომენდაცია პოლიტსაბჭოსი,  რა თქმა უნდა,   გასათვალისწინებელია, მაგრამ თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება ვფიქრობ, ეს არის მათი უფლება, ვალდებულებაც და მოვალეოაბც. ვფიქრობ, ეს განცხადება იყო შეურაცხმყოფელი თითოეული დეპუტატისთვის.ჩემი რჩევა იქნება, არმაზ ახვლედიანმა ბოდიში მოიხადოს თითოეული დეპუტატის მიმართ და ასეთი დამოკიდებულება არის არაკოლეგიალური",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics