|
2016-08-18 12:27:15, 744 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: ვალერი კვარაცხელიას პარტია სოციალესტებს, ბედუკაძის პარტიის მსგავსად, ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედია მდივანის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვალერი კვარაცხელიას პარტია სოციალესტებს, ბედუკაძის პარტიის მსგავსად, ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს და შესაბამის გრაფაში ჩანაწერი არ არსებობს. „ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ბედუკაძის პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა. ამის შემდეგ მხრიდან მოვისმინეთ შეთავაზება კვარაცხელიას, რომ ბედუკაძეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თავის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნებში კვარაცხელიას პარტიის საშუალებით. ამ განცხადების შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაცია გადაამოწმა. ამ პარტიის სახელია „ნეიტრალური საქართველო“ და არჩევნებში კვარაცხელია -სოციალისტების სახელით იღებს მონაწილეობას. შესწავლის შემდგე, ჩვენ დავადგინეთ, რომ კვარაცხელიას პარტიას, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაც ბედუკაძეს ჰქონდა - ისინი არასწორად არიან დარეგისტრირებული და პარტიათა რეესტრში პარტიის თავჯდომარის გრაფა ცარიელია, ანუ ამ ორ პარტიას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ამ ხარვეზმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ თამარ ჟვანია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნითაა დაკავებული და თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)