|
2015-03-08 18:47:54, 685 ნახვა
საზოგადოება
იტალურმა კაფე „ჩი გუსტა“–მ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს უმასპინძლა
ქალთა დღეს, იტალიურმა კაფე „ჩი გუსტა“–მ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და მათ შვილებს უმასპინძლა. ღონისძიება „ბიბლუს გალერი“–ს ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილე ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები კი, თბილისისა და გორის ბენეფიციარები იყვნენ. „ეს არის ბიბლუსის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი ამ ქალბატონებს და განსაკუთრებით 8 მარტს ვაგრძნობინოთ,რომ ისინი დაფასებულ ქალებად გრძნობდნენ თავს. ვფიქრობ, სასიამოვნო საღამო გამოვიდა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები „ბიბლუს გალერი“–ში ხშირად გაიმართება“, – განაცხადა ბიბლუსის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თათა დგებუაძემ. ღონისძიებაზე წამახალისებელი კულინარიული კონკურსი გაიმართა, სადაც მამაკაცმაც მიიღო მონაწილეობა და ქალბატონებს კერძი მოუმზადა. საღამო მუსიკოსმა ნინო ბაშარულმა გააფორმა. ღონისძიების დასარულს, კი ბენეფიციარებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. „დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის, ესენი არიან ქალბატონები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა, რადგან ისინი შეიძლება ითქვას, კონკრეტულ მომენტში ძალიან დაჩაგრულები არიან. მსგავსი ტიპის აქციები, რომლებიც მათ აგრძნობინებთ, რომ საზოგადოება მათ გვერდით არის, საზოგადოება მათ პრობლემას აცნობიერებს და აიგივებს საკუთარ თავთან, მათთვის კიდევ ერთი დიდი სტიმული იქნება, რათა უფრო მეტად მოიკრიბონ საკუთარ თავში ძალა და წინ აღუდგნენ ძალადობას, ხელახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება“, – აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პიარ მენეჯერმა ქეთი ბეროშვილმა. ამ ეტაპზე თბილისსა და გორში მთლიანობაში, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი დაახლოებით 40 ბენეფიციარია. ერთ–ერთმა მათგანმა, ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს მოუწოდა, „საკუთარ თავში მოძებნონ ძალა“ და ძალადობას არ შეეგუონ. „დიდ მადლობას ვუხდით ბიბლუსს. თითოეულ ადამიანს მადლობა, ვინც დღევანდელი დღე გაგვილამაზა. ყველა ქალმა, თავიანთ თავში უნდა მოძებნოს ძალა, რომლითაც შეძლებენ, რომ ცხოვრება გააგრძელონ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუონ ძალადობას, რადგან ეს დაუშვებელია“, – ამბობს ერთ–ერთი ბენეფიციარი.
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)