|
2016-08-12 17:21:19, 1142 ნახვა
პოლიტიკა
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერა, მომავალი თაობების გაწირვაა
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ნინო ბურჯანაძისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერას ითვალისწინებს, უარყოფითად აფასებს. უბლოკო სტატუსის ჩაწერა - ეს ნიშნავს, კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საყვარელიძის თქმით, კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რაც დროში ცვლილებაზეა დამოკიდებული, თავისთავად არაკონსტიტუციურია. საყვარელიძე ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება, მომავალი თაობების გაწირვა იქნება. "ინიციატივას უარყოფითად ვაფასებ. კონსტიტუცია გარკვეული დროის დოკუმენტი არ არის. ის გადის გეოპოლიტიკური ორიენტაციების ფარგლებიდან. ინგლისელებს აქვთ გამოთქმა-არ გვყავს მტერი და არ გვყავს მეგობარი, ჩვენ გვაქვს ინტერესებიო. ევროპული ღირებულებების დაკანონება, პროგრესული ყველაფერის დაკანონება, უდავოდ მიზანშეწონილია, ეროვნული ღირებულებების განმტკიცება მიზანშეწონილია. უბლოკო იქნები, თუ ბლოკიანი, ამის კონსტიტუციში შეტანა ნამდვილად არ მეჩვენება მიზანშეწონილად. შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა იყო და დღეს ნატო-ს ბლოკში მიიწევს იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და შეიძლება ხელსაყრელი აღარ იყოს მისთვის ნეიტრალური სტატუსი. რაც დროში ცვალებადია, დამოკიდებულია დროში ცვლილებაზე, იმის კონსტიტუციაში შეტანა, თავისთავად არაკონსტიტუციურია",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში. საყვარელიძე ასევე უარყოფითად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივასაც, რომელიც უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა საწინააღმდეგო კანონპროექტის შემუშავებას გულისხმობს. კერძოდ, უსუფაშვილის ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში". თუმცა, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დავით უსუფაშვილის ინიციატივა უფრო ახლოსაა მომავალი თაობების ზრუნვასთან, უბლოკო სტატუსის ჩაწერა კი, მომავალი თაობების გაწირვაა: "რადგან შენ, კონკრეტულ პარტიას, რაც მიგაჩნია სწორად, შემდეგ ისე უნდა იცხოვროს მთელმა ქვეყანამ",-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)