|
2016-08-12 09:57:16, 1215 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში გასვლითი თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში ბათუმში გასვლითი თათბირი ჩაატარა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან მინისტრის პირველი მოადგილე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, გაერთიანებულ თათბირზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, მათ ახალი დავალებები მისცა. „ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება,“ - აღნიშნა მღებრიშვილმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს ეწვია, თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)