21:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 17:14:00, 1017 ნახვა

საზოგადოება
მიტარბში ახალი საბაგირო შენდება

მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. 

ამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი დიდ სიკეთეს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს შეუწყობს ტურიზმის  განვითარებას და ბაკურიანს კიდევ უფრო განუმტკიცებს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსს. მისივე თქმით, მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც კურორტის 10-15-წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს. გეგმის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის -„დოპელმაიერის" საბაგირო. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იქნება ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია  სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics