17:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 14:45:11, 1379 ნახვა

სხვადასხვა
ქართველი ბიზნესმენის მიერ შექმნილმა წვენმა „სავსე“ ბრიტანეთში დიდი მოწონება დაიმსახურა

28 წლის ქართველი ბიზნესმენის მიერ შექმნილმა ნატურალურმა წვენმა „სავსე“ ბრიტანეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გუკა თავბერიძემ, BBC-სთან საუბარში აღნიშნა, ნატურალური წვენს დედის რეცეპტით ამზადებს.

ახალგაზრდა ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობს და მსოფლიოს გავნელიანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

„30 წლის წინ, დედაჩემს, ორსულობის დროს რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა. ამის გამო, ექიმმა ისპანახის და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემოს გაბათილებისთვის, დედამ სასმელში სხვადასხვა ხილის შერევა დაიწყო, რის შედეგად გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა. ის, დღემდე ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია“, -  გუკა თავბერიძე.

მისივე თქმით, ბიზნესიდეა საზღვარგარეთ ჩასვლის შემდეგ გაუჩნდა და 2013 წელს გადაწყვიტა, ბრენდის შექმნა, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ბაზარზე უკვე არსებულ მსგავს პროდუქციას.

თავბერიძეს თქმით, სახელზე ბევრი არ უფიქრია და ქართული სახელი - „სავსე“ შეურჩია, რადგან როგორც თავად ამბობს, ის სავსეა ვიტამინებითა და ბუნებრივი ინგრედიენტებით.

როგორც BBC იტყობინება, 1 წლის განმავლობაში "სავსეს" გაყიდვებმა 600%-ით მოიმატა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics