19:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 18:38:05, 900 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს გავრცელებულ ცრუ ინფორმციას არ აჰყვნენ

კრწანისის რაიონის გამგეობაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, პენსიონერებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თხოვნით უპრეცედენტო რაოდენობის განცხადება შემოვიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კრწანისის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.

„სავარაუდოდ, ადგილი აქვს მოსახლეობის გამიზნულად შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, გამგეობა რაიონში მცხოვრებ ყველა პენსიონერზე ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას გასცემს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

კრწანისის რაიონის გამგეობა მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვნენ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.

ამასთანავე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამგეობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს რაიონის მაცხოვრებლების სოციალურ მომსახურებას არსებული პროგრამების ფარგლებში”,-ნათქვამია განცხადებაში.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics