18:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 16:57:09, 717 ნახვა

საზოგადოება
დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, შვეიცარიის კონფედერაციის თანამშრომლობის ოფისის (SDC), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID/REAP;USAID/ZRDA), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO), სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის (IFAD), ჩეხეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ღირებულებათა ჯაჭვის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი დონორი ორგანიზაციების და ამ დონორების მიერ დაფინანსებული პარტნიორების საქმიანობის პროგრესით დაინტერესდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სამუშაო ჯგუფის წევრებს  სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით მიღებული შედეგები გაცილებით ეფექტიანია.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სისტემური, საჭიროებებზე დაფუძნებული იქნება.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics