18:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 15:37:37, 857 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში ცნობილი ქართველი ოტორინოლარინგოლოგის სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ექიმის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.   

მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი  და გიგა ნიკოლეიშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია,  სიმონ ხეჩინაშვილის ოჯახის წევრები და ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ სტუმრებს  სიტყვით მიმართა და სიმონ ხეჩინაშვილის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით,  სიმონ ხეჩინაშვილის ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში ფასდაუდებელია.

„იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ მედიცინას და ამ სფეროში დაგვიტოვა უმდიდრესი გამოკვლევები, საფუძველი ჩაუყარა არაერთ მიმართულებას. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. აღნიშნული მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ ღირსეული ადამიანის და მეცნიერის  სახელის უკვდავყოფას ემსახურება. თითოეული ჩვენგანის ვალია,  ასეთი ადამიანები ყოველთვის გავიხსენოთ,  ვიცოდეთ, რა ღვაწლი აქვთ მათ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის წინაშე და დავაფასოთ, როგორც შეგვიძლია“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიმონ ხეჩინაშვილმა სრულიად ახალგაზრდამ, 1942 წლიდან დაიწყო  სამედიცინო და სამეცნიერო  მოღვაწეობა ოტორინოლარინგოლოგიისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სფეროში.  მის სახელს უკავშირდება სასმენი აპარატების დანერგვა საქართველოში. 1979-1988 წლებში იყო თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის რექტორი. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი და  სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 4 მონოგრაფია.  სიმონ ხეჩინაშვილი 2010 წელს გარდაიცვალა.

 (NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics