21:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 13:14:35, 931 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას

„გუშინ უწყებამ გადაუგზავნა მასალები პროკურატურას და დაწყებულია გამოძიება“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრისტან წითელაშვილს საიდუმლო ინფორმაციებთან ჰქონდა წვდომა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას.

„გუშინ უწყებამ გადაუგზავნა მასალები პროკურატურას. დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება კითხვას ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა გუშინ. ბუნებრივია, მეც ვიყავი ამ თემით დაინტერესებული. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, შესაბამისად, ტარდება გამოძიება. ეს თუ სხვა ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს, დადგინდება", - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics