|
2016-08-02 13:31:58, 801 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: კარგად გვახსოვს, ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო თავის დროზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც სუბარმა აღნიშნა, თავდაცვის ახალ მინისტრს ლევან იზორიას ძალიან დიდი პოლიტიკური და აკადემიური გამოცდილება აქვს. „გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან კარგი საკადრო გადაწყვეტილებები იყო. ქეთევან ციხელაშვილი დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობს და აქვს უდიდესი გამოცდილება. რაც შეეხება ლევან იზორიას, ეს არის ადამიანი ძალიან დიდი პოლიტიკური და აკადემიური გამოცდილებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება რომელიც მან მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროს. მისი მთავარი საქმიანობა მაინც არის ის რომ ლევან იზორია კონსტიტუციონალისტია, ადამიანის უფლებების დამცველია და სამოქალაქო პირია სრულიად. რაც შეეხება იმ საკითხის, არის თუ არა სწორი რომ უსაფრთხოების სამსახურიდან ადამიანი გადავიდეს თავდაცვაში, პირველ რიგში ეს ორივე უწყება ერთსა და იმავე ამოცანას ემსახურება, უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან, ასე რომ მის მიერ ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, ლეო პანეტა რომელიც 2009-2011 წლებში იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა და 3 წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თავდაცვის მდივანი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა პოლონეთის დღევანდელ თავდაცვის მინისტრზე და ამ წუთებში 4 ასეთი თავდაცვის მინისტრია ევროპის სახელმწიფოებში. ეს არის ძალიან მიღებული პრაქტიკა“,-აღნიშნა სუბარმა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შედარება ლევან იზორიასა და ირაკლი ალასანიას შორის. მით უმეტეს ცოტა ვერ გავიგე მაგალითი, როცა ქალბატონმა თინამ გააკეთა შედარება ალასანიასა და იზორიას შორის, იმიტომ რომ ალასანია კარგად გვახსოვს იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე თავის დროზე, საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა თუ არ ვცდები პოლკოვნიკი თუ გენერალია და საკადრო ოფიცერი იყო განსხვავებით იზორიასგან, რომელიც არცთუ დიდი ხნის მისულია ამ უწყებაში, თუმცა ეს მე ორივე შემთხვევაში მიმაჩნია რომ არის პლუსი და არა მინუსი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)