19:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 12:55:14, 835 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ხიდაშელმა უწყებაში „ოდეერები“ არ შეუშვა, ახლა კი, მთავარი „ოდეერი” მინისტრად დაინიშნა

 „რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ანტისახელმწიფოებრივ და სულელურ ქმედებას უწოდებს.

როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არ შეიძლება თავდაცვის მინსიტრი უშიშროების პოლკოვნიკი ან გენერალი იყოს.

„მიმაჩნია, რომ ბატონი იზორიას დანიშვნა სისტემური ხასიათის შეცდომაა - ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ხოლო დანაშაული იქნება ცუდ შემთხვევაში. ამ ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს. თავდაცვის სისტემაში არ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სუს-ის საიდუმლო სამსახურის შეშვება. არსებობს დაუწერელი კანონი ძალოვანი უწყებების ურთიერთდამოუკიდებლობის შესახებ. თავდაცვის მინისტრი არ შეიძლება უშიშროების პოლკოვნიკი ან გენერალი იყოს. ამიტომ, იზორიას დანიშვნა თინათინ ხიდაშელმა კიდევ მსუბუქად შეაფასა. ეს არის სულელური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. არ შეიძლება მუდმივად ასე ხდებოდეს. ალასანია წავიდა და სუს-ის კაცი მოვიდა,  წავიდა ხიდაშელი და კვლავ სუს-ის კაცი მოვიდა. ხიდაშელმა სისტემაში ე.წ. „ოდეერები“ არ შეუშვა და ახლა მთავარი „ოდეერი“ მინისტრად დაინიშნა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics