07:02 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 10:51:54, 1347 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლებმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ცნობით, შეხვედრას ცესკო-ს, საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის  წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრას საარჩევნო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და (IFES) -ის  აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი უძღვებოდა.

მონაწილეებმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით სახელმძღვანელო ინსტრუქციის კონცეფცია განიხილეს, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

შეხვედრა, ცესკო-ს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) -ის   მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics