|
2016-08-01 10:11:36, 1359 ნახვა
სამართალი
შოთაძე: ვიძიებთ, ჰქონდა თუ არა ადგილი არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას პრეზიდენტის სიძის მიმართ
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას”, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პრეზიდენტის ოჯახის წევრზე შესაძლო ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით, „იმედის დროში” განაცხადა. „ამ ეტაპზე დაკითხულნი არიან მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები, რომელთა მიმართაც საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ჩვენთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ანუ, ხომ არ ემსახურებოდა საგამოძიებო მოქმედებები თანამდებობის პირებზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობას. გარდა ამისა მოწმდება ხომ არ ქონდა ვინმეს მხრიდან ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას “, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა 25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)