07:02 - 07 Jul, 2026
|
2016-07-30 12:30:39, 1222 ნახვა
სამართალი
აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს
თბილისში აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პანკისის ხეობაში მცხოვრებმა, სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით დაკავება გუშინ მოხდა. ცნობისთვის, ახალგაზრდამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტი და ფოტო გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო. სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაკავების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)