|
2016-07-29 19:26:44, 1229 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსს შეხვდა
ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ჩინური ინვესტიციების ამჟამინდელი სტატუსი, შემოსვლის პროცესი და მისი გაზრდის ალბათობა - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა ისაუბრეს. მაია მელიქიძის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანამ გააქტიუროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მიღწევაზე მუშაობა ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პრეზიდენტის მრჩეველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. მაია მელიქიძე ქართული პროდუქტით იმპორტირებული საქონლის ჩაანაცვლების საჭიროებას ხედავს, რაც ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ერთსულოვანია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ინვესტორთა საბჭო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესდავების გადაწყვეტილების პროცესის გაჭიანურებას, მოსამართლეთა კომპეტენციას და ადმინისტრირებას უკავშირდება. მაია მელიქიძის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის იგეგმება სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა კონკრეტული სექტორების განვითარების მიზნით კონკრეტული ხასიათის ქმედებები განხორციელდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)