|
2016-07-26 17:03:01, 626 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსახლეობასთან შეხვედრებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად გამოიკვეთა გაზიფიცირების მიმართულება. რეგიონში გაზიფიცირების შესახებ სრული ინფრომაციის მისაღებად და არსებული მდგომარეობის შესასწავლად ზურაბ პატარაძე „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" დირექტორს დავით ლეკიშვილს და კომპანია „სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის რეგიონალურ მენეჯერს საფარ ალიზადას შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდა აცნობეს. მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში მიმდინარე პროექტები. ამ ეტაპზე კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს. გაზის გაყვანის სამუშაოები 2016 წლის გეგმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ქვედა სამების, ბობოყვათის, ქვედა დაგვის, ხუცუბანი-ნაკაიძეების, დაგვის მოსახლეობისთვის მოხდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით მოხდება ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - კაპრეშუმის, ზედა ახალშენის, ახალშენის, ხეღრუს, განახლების, სამების, ქვედა სამების დაქსელვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება და 4855 აბონენტს მოიცავს. „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია 350 ადგილობრივი კადრი. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სოკარის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისათვის. „ვხედავთ, რომ ბოლო წლებში უდიდესი შრომაა გაწეული რეგიონის გაზიფიცირების კუთხით, 63 ათასი აბონენტი ნამდვილად დიდი წინსვლაა. მიხარია, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო იზრდება და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)