|
2016-07-26 12:32:22, 1075 ნახვა
ეკონომიკა
38 700 ლარის საქონელის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
თბილისში, 38 700 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. „კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა მერსედესის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ერთ-ერთი შპს ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ელექტრო დამტვირთველი) ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 38 700 ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)